Ninja Academy Georgia წარმოადგენს სრულიად ახალ მიდგომას ბავშვთა ფიზიკური განვითარების სფეროში. ეს არის ადგილი, სადაც სპორტი, თავგადასავალი და თავდაჯერებულობა ერთიანდება. აკადემია განსხვავდება ტრადიციული ბავშვთა წრეებისგან და ქმნის გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი ხდება საკუთარი მიზნების “ნინძა გმირი”.
აკადემია მდებარეობს თბილისის გულში და გთავაზობთ ასაკსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამებს. დაბრკოლებების ტრასები ეხმარება ბავშვებს კოორდინაციის, ბალანსის, მოქნილობის და კონცენტრაციის განვითარებაში. პროგრამა განკუთვნილია 4-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის