ნინძა აკადემიის ფასეულობები: ძალა, სიხარული და ერთიანობა
თავდაჯერებულობის ფორმირება მოქმედებით
Ninja Academy Georgia-ში ბავშვები არა მხოლოდ ვარჯიშობენ, ასევე სწავლობენ საკუთარი თავის რწენას. ყოველი გადალახული დაბრკოლება აძლიერებს თავდაჯერებულობას, ყურადღებას და გამძლეობას — უნარებს, რომლებიც ცხოვრებაში ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე სპორტში.
უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო
აკადემიის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება და ემოციური კომფორტი. სერტიფიცირებული ტრენერები წარმართავენ თითოეულ გაკვეთილს ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ გამოწვევების მიღება და ისიამოვნონ პროცესით. აქ ვითარდება კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და გუნდურობა.
ზრდა ერთიანად
Ninja Academy აერთიანებს ბავშვებსა და ოჯახებს ერთ სივრცეში — იქნება ეს ტრენინგი, ფიტნეს ღონისძიება თუ დაბადების დღე. აქ ვარჯიში იქცევა ბედნიერ გამოცდილებად და ურთიერთობის წყაროდ. Ninja Academy Georgia არის ადგილი, სადაც ბავშვთა სპორტი და განვითარება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ძლიერი თაობის მომავალს.